ფოთში, თევზის სუნთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა

ფოთში, თევზის სუნთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდა. შეხვედრა მერიის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.

“პრობლემა, რომელიც ცამეტი წელია არსებობს, უნდა გადავჭრათ ისე, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც თანამოქალაქეები. შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები”.- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, ალექსანდრე მოწერელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად