ფოთში, თევზის რეალიზატორებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დაპირისპირების ფონზე წარიმართა

ფოთში, თევზის რეალიზატორებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მოლაპარაკება, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მოვაჭრეების განცხადებით, შეთანხმება არ შედგა, რადგან მერია მათთვის მისაღებ ფართს ვერ სთავაზობს.

მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა ისევ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

,,ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას იმისთვის, რომ გამოგვიყონ ჩვენთვის მისაღები ფართი. ობიექტს, სადაც ვაჭრობას ვახორციელებდით უნდა დაანგრიონ, ელექტროენერგია გათიშეს. თევზი გვილპება .პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ,” -განაცხადა თევზის რეალიზატორმა ნარგიზა გვასალიამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თევზის მოვაჭრეებთან მოლაპარაკეებს გააგრძელებენ.
“რადგან ამ პიროვნებებს ბაზრის ტერიტირიაზე უნდათ საქმიანობა, ჩვენ შევეცდებით შ.პ.ს -ების მეპატრონეებთან საუბარს, რომ როგორმე შეთანხმებას მივაღწიოთ, თუნდაც დროებით.ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო ბიზნესმენს იჯარის საფასურს დაუკლოს, ან უფასოდ შეუშვან ესენი. ამიტომ ჩვენ გვინდა კეთილი ნებით ეს ხალხი გამოვიყვანოთ დროებით მაინც, სანამ არ მოხდება თევზის ბაზრობის ადგილის კეთილმოწყობა, რაც კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხდება რა თქმა უნდა,”-განაცხადა არქიტექურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თენგიზ შონიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად