ფოთში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ორი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, საწარმოების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ერთ საწარმოში, სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება, გამოშრობა, მოხალვა და დაფასოება ხორციელდება. ხოლო მეორეში — უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში. ამჟამად მიმდინარეობს კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი.

„უცხოური პირდაპირი ინვესტიციები წარმოადგენს ქართული ეკონომიკის განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან კომპონეტს და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან თანმიმდევრულ და ამავე დროს, მრავალმხრივ პოლიტიკას იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და გაიძლიეროს ერთერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის სტატუსი რეგიონში. ერთერთი მიმართულება სწორედ არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. დღეს საშუალება მოგვეცა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში მოგვენახულებინა ახალი მიმართულება, ახალი საწარმო. ეს არის მაღალტექნოლოგიური ელექტრიკომპონენტების საწარმო. ეს არის თხილის გადამამუშავაბელი საწარმო, ლოჯისტიკური ცენტრი. ყველა ეს მიმართულება, ყველა საწარმო რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და რა თქმა უნდა, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას და მომსახურების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით, ასევე თითოეული მოსახლის კეთილდღეობისთვის, რომელიც პოტენციურად დასაქმდება ამ საწარმოებში. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, იცით რომ მაგალითად, სააგენტო – „აწარმოე საქართველოს“ მიმართულებაში არის უცხოური ინვესტიციების კომპონენტი. აქ ჩვენ პირდაპირ ვმუშაობთ პოტენციური სტრატეგიული დარგების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ქვეყანაში. ასევე, საქართველოს მთავრობა პერმანენტულად განაგრძობს სიახლეების დანერგვას საინვესტიციო თვალსაზრისით. სულ ბოლო ინიციატივა არის ორ ძალიან მნიშვნელოვან დარგში, აიტი მიმართულებაში და საზღვაო სერვისების მიმართულებაში. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღება, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს და ეს არის 5%-იანი განაკვეთი, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადისთვის და საერთო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, ღონისძიებების ეს კომპლექსი, რა თქმა უნდა უზრუნველყოფს იმას, რომ შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველო შეინარჩუნებს და გაიძლიერებს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ერთერი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის იმიჯს და სტატუსს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად