ფოთში, თავისი არჩევანი სულ 22 764-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩეველის 55.02%-ს შეადგენს

საოლქო კომისიის თავჯდომარის განცხადებით, საოლქოში 18 საჩივარი შევიდა და ყველა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

 

„დილის 07:00 საათიდან ყველა უბანი გაიხსნილი იყო . ასე ვთქვათ იყო სრული, 12 კაციანი შემადგენლობა , 07:00 საათიდან 08:00 საათამდე გაგრძელდა ფუნქციების გადანაწილების პროცესი. 08:00 საათიდან ყველა უბანი მზად იყო მიეღო ამომრჩეველი. ამ დროიდან ისინი მიდიოდნენ უბნებზე გადიოდნენ ყველა იმ წესს , რეგულაციას, რომელიც არის დაწესებული კოვის 19-თან დაკავშირებით და შესაბამისად აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება უბნებზე არსებულ მდგომარეობას , იყო გარკვეული შეფერხებები, იყო პროცედურული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივრები, მათი უმეტესობა უკვე აღმოიფხვრა საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება ნაწილს, გაეცა პასუხი საოლქო კომისიის მხრიდან. 20:00 საათზე დაიხურა უბნები და ემზადებიან ხმების დასათვლელად. რაც შეეხება დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს იყო მათი მხრიდანაც გარკვეული მითითებები, მოხდა ამ მითითებების გათვალისწინება. ასე იყო თავმჯდომარეების მხრიდან მითითებების მიცემა, რომ ისინი გარკვეულწილად არ იქცეოდნენ საარჩევნო უბნებზე როგორც საჭირო იყო, ეს ყველაფერი იქნა მოგვარებული და ასე ვთქვათ, ფოტში არჩევნებმა მეტწილად მშვიდად ჩაიარა“, – განაცხადა 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად