ფოთში, თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს

ფოთში, ხმაური იყო თამარ მეფის ქუჩაზე. ყოფილი სტამბის შენობის მაცხოვრებლებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. მათი განმარტებით, შენობა ავარიულია და წყალი ჩადის. საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს და გადახურვას.

მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას 2013 წლიდან ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები ასევე მოითხოვენ სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების მოწყობას. ნაწილი საკუთარი სახსრებით შეაკეთეს, თუმცა მას შემდეგ, რაც თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ხიდ-ბოგირები მშენებარე ფირმამ მოანგრია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, მერიას გზის რეაბილიტაციის საშუალებას არ მისცემენ.

ადგილზე მშენებარე ფირმამ, პოლიცია გამოიძახა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. მერიის წარმომდგენელმა, ზაქრო გვრიტიშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კომენტარები
იტვირთება...