ფოთში, ტაიკვანდოს ჩემპიონატის დროს სამი მწვრთნელი დააკავეს

ფოთში, ტაიკვადონს სამი მწვრთნელი დააკავეს. ინციდენტი ტაიკვანდოს შეჯიბრზე მოხდა, სადაც სპორტის ამავე სახეობის მწვრთნელები სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულები. როგორც ისინი აცხსდებენ, 7 წელია საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

მათი მტკიცებით ის არაფერს აკეთებს ტაიკვანდოს წინსვლისთვის. ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ , თუმცა მათივე თქმით , გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს , რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. ისინი დაკითხვაზე ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

“ინციდენტი ზოგადად გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების პრობლემაა. მწვრთმნელების 95% პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს . ეს ადამიანი ყველაფერზე იგნორირებას გვიკეთებს.დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი , სადაც რეალურად მონაწიელობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს.დაახლოებით ასპარეზობდა 60 სპორტსმენი.დიდი ხანია მასთან შეხვედრას ვითხოვთ , რომ ჩატარდეს ყრილობა , მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ წყვიტავს და რას წყვიტავს საერთოდ არ ვიცით.წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან ფედერაციის წევრები,“-განუცხადა კლუბ ,,დოჯოს“ მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...