ფოთში ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე დაკავებულ სამ მწვრთნელს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ფოთში ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე დაკავებულ სამ მწვრთნელს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული მუხლი ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკაბულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ტაეკვანდოს ღია ჩემიონატზე, ტაეკვონდოს ფედერაციის წევრების ნაწილმა, ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა. ფიზიკური დაპირისპირება ბაბუაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...