ფოთში სუფთა ჰაერს ითხოვენ – აქციაზე მარტოხელა დედამ შემწეობის ბარათი დახია

ფოთში, ამ წუთებში ადგილობრივებმა მერიის წინ გზა გადაკეტეს, ისინი ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. შეკრებილები მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას მოითხოვენ. მათთან სასაუბროდ მერის მოადგილეები გამოვიდნენ, შეხვედრა ემოციურ ფონზე მიმდინარეობს.

აქციაზე, მარტოხელა დედამ მარი მირცხულავამ 50 ლარიანი შემწეობის ბარათი პროტესტის ნიშნად დახია. როგორც მან განაცხადა ერთადერთი 11 წლის შვილისთვის მთავრობისგან მხოლოდ სუფთა ჰაერს ითხოვს და მათგან მეტი სხვა სახის დახმარება არ სჭირდება.

,,ვითხოვ მხოლოდ სუფთა ჰაერს. ეს 50 ლარიანი პენსია მამასისხლად შეგარგოთ ღმერთმა. მოვიყვანეთ ჩემი ერთადერთი შვილი იმისთვის , რომ ისუნთქოს სუფთა ჰაერი. თქვენგან არფერს ვითხოვ სხვას, დავდივარ თურქეთში სამუშაოდ , გესირცხვოლებით , მაგრამ ასე გავაგრძელებ. თქვენგან სუფთა ჰაერი გვინდა სხვა არაფერი,”-განაცხადა მარი მირცხულავამ

ცნობისათვის, დაახლოებით ათი წელია ქალაქში ოთხი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს,მათი ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, თუმცა ისინი ცოცხალი თევზის რეალიზაციასაც ეწევიან და მცირე რაოდენობით ზეთსაც ამზადებენ. საწარმოების ხელმძღვანელების მტკიცებით, ქარხნებში სანიტარული ნორმები სრულად არის დაცული. გარემოს დაბინძურების გამოვლენის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებულ ჯარიმებს იხდიან და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად