ფოთში, სწავლის ონლაინ რეჟიმზე კიდევ ორი სკოლა გადავიდა

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით მე-7 და მე-12 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ასევე, ამ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები. ცნობისათვის, განათლების  მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალი კვირიდან – ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ეს დროებითი ღონისძიებაა და საარჩევნო სამზადის უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად