ფოთში სტიქიას ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

ფოთში სტიქიას ებრძვიან, ძლიერმა ქარმა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური შენობების სახურავები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა ავტომანქანები, ელექტროსადენები.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას და ელექტროენერგიის აღდგენა უბნების მიხედვით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ქალაქის არსებულ ვითარებას მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

„ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მობილიზებულია შსს ყველა დანაყოფი და სამაშველო სამსახურები. შემოსულია ზარები, რომ ქარმა სახურავი ახადა ათამდე საცხოვრებელ სახლს, წაქცეულია ხეები, დაზარალდა მოსახლეობა. ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ქალაქის გარკვეულ უბნებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ადგილობრივი მერიის სამსახურები სისტემატურად გადიან უბნებზე და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალის ოდენობას. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროისათვის სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

          

    

მსგავსი სიახლეები

ძლიერი ქარის გამო დაზარალებულებს ქუთაისის მერია დაეხმარება

ქუთაისის მერმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან და იმერეთის ვიცე გუბერნატორ,…

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მერიის შესაბამისი…

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეორე დღეა ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.…

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი.

წყალტუბოში ძლიერმა ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა

სტიქიას ებრძვიან წყალტუბოში. ათამდე საცხოვრებელ სახლს, ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.

გახარია:ზუგდიდში სტიქიამ სახლები დააზიანა, უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო…

შს მინისტრი გიორგი გახარია სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს კონტროლზე იღებს, რათა არ…

სტიქიის გამო, ქუთაისში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ “ენერგო პრო ჯორჯია” -ს…

სტიქიის გამო, ქუთაისში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ "ენერგო პრო ჯორჯია" -ს ბრიგადები.

შს მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელოში, სტიქიით დაზარალებულებს ხვდება

ამ წუთებში, ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება.

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები სანთლის შუქზე განიხილა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები სანთლის შუქზე განიხილა. ძლიერი ქარის გამო ელექტრო ენერგია მთელ…

სტიქია იმერეთში- ქუთაისში ძლიერ ქარს ებრძვიან (ფოტოამბავი)

ქუთაისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მუშაობენ.
კომენტარები
იტვირთება...