ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, დიდი და მცირე საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზი შენდება. მოეწყობა კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები. აშენდება სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე. სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად, საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
ახალი სპორტული კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებში.

DCIM100GOPROGOPR8260.JPG
DCIM100GOPROGOPR8264.JPG
DCIM100GOPROGOPR8249.JPG
კომენტარები
იტვირთება...