ფოთში, სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება

ამ დროისთვის, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღეს, ღამის საათებში გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ , 15 მ/წმ დაქროლვით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი დაფიქსირდება. 9 თებერვალს იქროლებს დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. შტორმი 5 ბალი, ზღვის ტალღის სიმაღლე — 260-300 სმ. მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპეტატურა დღისით +0-1 გრადუსი, ღამით -1 -3 გრადუსი. 10 თებევალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად