ფოთში, შვიდ საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

მე-12 საჯარო სკოლა კი სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში გადავიდა. საგანმანათლებლო რესურ-სცენტრის დირექტორის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევათა მატების დინამიკაა და შემდგომი სასწავლო პროცესის განსაზღვრის მიზნით, განათლების სამინისტროსთვის მიმართვას გეგმავენ.

„მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე, მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ, სადაც ეს ბავშვები არიან და პლიუს სადაც ასწავლიდა ეს ხელმძღვანელი. საუბარია, მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში. სადაც ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ზოგადად, სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, მაგრამ დინამიკაში გადავხედავთ ხვალ რა სურათი გვექნება და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...