ფოთში, შსს-ს 68 თანამშრომელს და მუნიციპალური ტრანსპორტის 20 მძღოლს COVID-19-ზე კვლევა ჩაუტარდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი პასუხი დღეს იქნება ცნობილი.

„ფოთში, გუშინ შსს-ს 68 თანამშრომელს და 20 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები არიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება”, –
განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად