ფოთში შობის დღესასწაული სპორტსმენთა დაჯილდოებითა და LOUDspeakers-ის კონცერტით დასრულდება

ფოთში, შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან, საკათედრო ტაძრამდე მოაწყვეს.

საზეიმო ცერემონიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. შეგროვილი სურსათ-სანოვაგე ტრადიციულად, დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

19:00 საათზე მთავარ ნაძვისხესთან დაგეგმილია გრანდიოზული კონცერტი, სადაც ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც მსურველებს, გლიტვეინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შემდეგ, ჯგუფი — „ LOUDspeakers“ ცეცხლოვან შოუს გამართავს. ელექტრონულ მუსიკას Djelesto წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად