A1 ბანერი

ფოთში, შინაური ფრინველების რეალიზატორები ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნას აპროტესტებს

ფოთის აგრარულ ბაზარში, შინაური ფრინველების რეალიზატორებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია ადგილის დატოვებას სთხოვს.
„გვეუბნებიან გადით აქედან და სადღაც ჩიხში გვთავაზობენ გადასვლას, სადაც ვაჭრობა შეუძლებელია. ფრინველი ღია სივრცეში უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა აღდგომამდე დაგვრთონ ნება აქ ვაჭრობის, შემდეგ დროებით გადავალთ იქ სადაც გვეტყვიან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით“ _ განაცხადა მარიამ კუპრავამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარზე უარს ამბობენ, კერძო საუბარში კი აცხახებენ, რომ აკრძალვის მიზეზი ფრინველის რეალიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...