ფოთში, სასწრაფო დახმარების 31 თანამშრომელს COVID-19 არ დაუდგინდა

ფოთში, სასწრაფო დახმარების 31 თანამშრომელს, რომელებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ სენაკელ მედიკოსთან ,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორის, კესო გელენიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები სასწრაფოში მორიგეობიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდა. მედიკოსთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა გრძელდება სენაკში.

„სენაკელი რეფერალის ექიმი ჩვენთან მორიგე იყო 2 სექტემბერს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები მოგვიანებით გამოუვლინდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინფექციის დადგენამდე ის იმყოფებოდა აქ , ამიტომ მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა გახდა აუცილებელი. ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო ფოთის სასწრაფო დახმარების 31 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა. საბედნიეროდ არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა ,“- განაცხადა კესო გელენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად