ფოთში, ცემით მოკლული კაცის მშობლები, ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს სასტიკად გაუსწორდა

ფოთში, ცემით მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მშობლები, ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვენ, ვინც მათ შვილს სასტიკად გაუსწორდა. მათი განცხადებით, მათ შვილი ორი ქურდული სამყაროს დაპირისპირებას შეეწირა.

მათივე მტკიცებით, მკვლელობაში 7 ადამინი მონაწილეობდა და ამ დროისთის მხოლოდ ხუთია დაკავებული.

„ჩემი შვილი ორი კლანის დაპირისპირებას შეეწირა. ბაირამიდი ემუქრებოდა ჩემს შვილს. არ იამხანაგო გუგუნავასთანო, თორემ ნახავ რასაც გაგიკეთებო და მოვიდა ის დროც, შეკრიბა მისი ბანდა, მოუგზავნა ვაჟას, წაიყვანეს და მოკლეს. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ყველა იმ პირის დასჯა, ვინც ჩემს შვილს სასტიკად გაუსწორდა. შვილს აწი ვერავინ გამოაცოცხლებს. მკვლელობაში მონაწიილე 5 ადამიანი დაკავებულია, მინდა დარჩენილი ორი აბურჯანია და ფიფიაც დააკავონ, გაასამართლონ იმ მუხლით, რა მუხლითაც არის საქმე აღძრული. მე მჯერა სამართალდამცავების, ისე მუშაობენ რომ დღემდე კმაყოფილი ვარ .ჩემი შვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში რუსლან გუგუნავა გერმანიაში მოკლეს, ვინ მოკლა და რა მოხდა არ ვიცი არაფერი“, – აცხადებს ვაჟა ტყებუჩავას მამა გივი ტყებუჩავა.

შეგახსენებთ, ფოთში 2020 წლის 2 ივლისს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რამდენიმე პირმა 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცა, სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი მაშინვე დააკავა. ზ. გ კი დღეს, ქარელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად