ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.მათი განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ავტოსადგურის რეაბილიტაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებით ემუქრებათ.

მათ მტკიცებით, აღნიშნული ფართი იჯარით აქვთ აღებული, თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან და ხელისუფლებას ეს მოთხოვნა არა მათთან, არამედ ავტოსადგურის მეპატრონესთან უნდა ჰქონდეს.

„ჩვენთან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს გაარემონტეთ ეს შენობა,წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. თუ არ შეასრულებთ მოთხოვნას, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომ ბოლოს ქუჩაში დარჩებითო. ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ერთწლიანი ვადით დავიქირავეთ. თუ ჩვენი ხარჯებით გავარემონტებთ,სად არის იმის გარანტია, რომ აქედან არ გაგვიშებენ. ამ საკითხზე გვქონდა შევხვდრა ქალაქის მერთან, ის დახმარებას დაგვპირდა. პირველ რიცხბვამდე უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ალტერნატიული ფართი, რაც არ მოხდა“_ განაცხადა ავტოსადგურის დირექტორმა დათო შონიამ.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, აღნიშნუთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.

„დამქირავებელს ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება ავტოსადგურის მოვლა-პატრონობაზე. ხედავთ, რომ ობიექტს მოვლა-პატრონობის არაფერი ეტყობა. ჯარიმა გამოიწერა შენობის იერსახის გამოსწორებაზე და ტერიტორიის მოუვლელობაზე. ეს არის მინიმალური ჯარიმა 250 ლარი. სასამართლომ არ დააჯარიმა, მაგრამ გაფრთცილება მისცა, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“_ აღნიშნ ფოთის არქიტექტურის სივრცითი მოწყოყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ შონიამ.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვეში, პრემანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...