ფოთში, საპროტესტო აქციის 3 მონაწილე დააკავეს

ფოთში, საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა. ისინი, მერიის წინ, ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებედნენ და ითხოვდნენ მერთან შეხვედრას.

მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და ფოთის მერის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ სამი აქტივისტი დააკავა.

„დღეს თევზის სუნთან დაკავშირებით მერიასთან შევიკრიბეთ, შემდეგ მერს ვთხოვეთ მოსულიყო და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც გვაწუხებდა, მერმა უგულებელყო ჩვენი მოთხოვნა და გვითხრა რომ არ მოვიდიდა, შემდეგ გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგეძელებას , მაგრამ იქ დაგხვდა პოლიციელები, ასევე, ალბათ მერის სანათესაო, ახლობლები და მეზონლები. მოხდა დაპირისოირება, გადაიზარდა ჩხუბში და დააკევეს სამი აქტივისტი ერთი გოგო და ორი ბიჭი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
ახლა მიმდინარეობს მათი პროცესი, გვითხრეს გოგონას დღეს გამოუშვებენ, ხოლო ხვალ საპროცესო ექნება ორ ბიჭს“- განაცხადა აქციის მონაწილემ ანა ჭოჭუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად