ფოთში, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 15-მდე საჩივარია შესული

ამ დროისთვის კომისიაში შესულია 15-მდე საჩივარი, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფოთში, №70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ გააკეთა.

მისი თქმით, ყველა პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

“არის გარკვეული უბნები სადაც იყო პრობლემები, ხმაური. საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ უბანზე და შესაბამისად მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საჩივრებს, უბნებზეც იწერება საჩივრები და სოლქოშიც არის შემოსული დაახლოებით 15 საჩივარი. რომელიც არის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, ამათზე რა თქმა უნდა რეაგირება ადგილზე ხდება, დანარჩენთან დაკვშირებით საოლქო კომისია მიიღებს შესაბამის გდაწყვეტილებას”, – განაცხადა სალოომე როდონაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად