ფოთში, სანიაღვრე არხებში კოღოს მოყვარული თევზი გამბუზიები ჩაუშვეს

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, პაცილიისებრთა ოჯახის თევზი გამბუზია, რომელიც კოღოს მატლებითა და ჭუპრებით იკვებება, ქალაქის სანიაღვრე არხებში ჩაუშვეს.

ფოთში, დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო.

უახლოეს დღეებში, სადეზინსექციო სახის სამუშაოებები დაიწყება, რაც ღია და დახურული სივრცეების ისეთი საშუალებებით დამუშავებას გულისხმობს, რომელიც ადამიანისათვის უსაფრთხო და კოღოს გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით მაქსიმალურად ეფექტური იქნება.

„ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის: „მალარიისა და სხვა ტრანსმისიური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების“ ფარგლებში, დაფრთიანებული მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის საწინააღმდეგო ღონისძიებები ორ ეტაპად ტარდება.

მიმდინარეობს ყველა ანოფელოგენური ღია წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, მათში კოღოს ნაჩეკების გამოვლენა.

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მეხუთე წელია ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად