ფოთში, სამშობიარო სახლმა მუშაობა განაახლა

ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილება დღეს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „აიპრესთან“ გაერთიანებული სამშობიარო სახლის დირექტორმა ნანი მორგოშიამ განაცხადა, ინვესტორმა ობიექტის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა უზრუნველყო.

„დღეს ოფიციალურად გაიხსნა სამშობიარო სახლი. ჩვენმა ინვსტორმა _ ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს „ბომონდის“ დირქტორმა მამუკა მიქაძემ, 8 თვეში მოახდინა სამშობიაროს სრული რეაბილიტაცია, როკონსტრუქცია და ეკიპირება თანამედროვე აპარატურით. ამდენად, სამშობიარო მზადაა პაციენტების მისაღებად.“_ განაცხადა ნანინ მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

მიზეზად, შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა.ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის მიხედვით, მედ პერსონალს არ შეეძლო მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც კი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად