წინასწარი მონაცემებით, ფოთში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 4167 ხმით მოუგო

ცესკო-ს წინასწარი მონაცამებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში 12 909 (59,62%) ხმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ _ 8 742(40,38%) ხმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთში არჩევნებისპირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით მოუგო. ამჯერად, არსებული 32 უბნიდან უპირატესობა მხოლოდ 5 უბანზე მოიპოვა.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფოთში სულ 22 447 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც საერთო მაჩვენებლის 54,19% -ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად