ფოთში საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დამატებამ ხმაური გამოიწვია

ხმაური იყო, ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. ოპოზიციის უკმაყოფილება, კულტურის დარგში, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დამატებამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხდება.

“როგორც ყოველთვის, დღეს რიგგარეშე სხდომა უზრო საკითხებთან დაკავშირებით ცატარდა. ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების დანიშვნას პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, დღეს, თვითონ დაიმატა ერთი შტატი კულტურის დარგში, მაშინ როდესაც, შარშანწინ ირაკლი კაკულიამ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან მაკა ჩხეტია, რომლის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება პარლამენტში და რეკომენდაციის სახით მისცა ფოთის საკრებულოს დაებრუნებინა ეს ადამიანი სამსახურში, რასაც რა თქმა უნდა არ დაეთანხმა და დაავალეს კომპენსაციის გადახდა 2500 ლარის ოდენობით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვისაც უნდა ათავისუფლებენ თანამდებობიდან და ვინც უნდათ იმ ადამიანებს ნიშნავენ. მითუმეტეს საარჩეევნო წელია დ უნდათ თავიანთი ხლხი დნიშნოს სხვადასხვა თანამდებობებზე“- განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა: ,,ის მოცემულობა რაც დღეს შეიქმნა, გვაძლევს იმის საშუალებას ერთი შტატი დავამატოთ საკრებულოზე. არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება დანიშვნა ამა თუ იმ პოსტზე და ოპოზიციის განცხადებები უსაფუძვლოა,“- განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

რიგგარეშე სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, ტრანსფარანტით მივიდა, სადაც ეწერა „გახარია წადი“ „შეწყვიტეთ რეპრესიები“. ის პროტესტის ნიშნად მთელი სხდომა ფეხზე იდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად