ფოთში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 40-მდე ადამიანი გაიფიცა

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 40-მდე ადამიანი გაიფიცა, ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათ პრეტენზია ერთ-ერთ ქვეკონტრქტორ კომპანიასთან აქვთ, რომელიც მათივე მტკიცებით, ისე გაქრა, რომ მუშებისთვის კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხდია.

“უკვე რამდენი ხანია გვატყუებენ, ზოგს ოთხი, ზოგს ხუთი თვის ხელფასი არა აქვს აღებული. არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, უბრალოდ გვინდა ჩვენი ნამუშევარი მივიღოთ. ყველას პრობლემები გვაქვს, ზოგს ავდმყოფი ჰყავს ოჯახში, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ყველამ ფეხებზე დაგვიკიდა. სათავო ოფისში გვითხრეს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა, შესაბამისი თანხა გადავუხადეთო, მუშებს კი არ დაურიგდა ფული, რომლებიც დილიდან საღამომდე ფიზიკურად მუშაობენ“_ განაცხადა ჯუმბერ ჯგერენაიამ.

აღნიშნულთან დაკავშურებით TAHAL GROUP-ში აცხადებენ, რომ ქვეკონტრაქტორთან ყველანაირი ვალდებულება გასტუმრებული აქვთ.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს თანხა მოთხოვონ იმ კომპანიას, რომელთანაც მუშაობდნენ, ეს არის „იოლიაპი“ და ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობა გაუწიოთ მათ ამ კომპანიასთან“ – განაცხადა TAHAL GROUP-ის წარმომაფგენელმა მოშე ტურისკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და ხეკშეკრულების მიხედვით 2020 წელს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად