ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ორი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა რამდენინე წლის წინ დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თავიდან, სხვა ფირმა ასრულბდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და მთავრობამ მასთან ხელშეკრულება გააუქმა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, თურქული ფირმა, რომელიც ამჯერად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავალიანების გადახდას ძველ ფირმას აკისრებს. დღეს გაფიცულბს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც მათ ვერ დაუკონკრეტა თუ როდის დაიფარება დავალიანება.

ფირმის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადეს.
გაფიცულები, მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაოების გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად