ფოთში, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელი დააკავეს

ფოთში, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის, ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელი დააკავეს. როგორც ჰოლანდიური კომპანია “ტაჰალ გრუპის” პრესსამსახური, „აიპრესთან“ სატელეფონო საუბარში აცხდებს, დაკავების მიზეზი მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

“ჩვენი თანამშრომელი არ არის, ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელია. დეტალები, თუ რატომ იქნა დაკავებული ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით_ განაცხადა “ტაჰალ გრუპის” წარმომადგენელმა მედეა გიგუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ერთი პირია დაკავებული ფოთში, მაგრამ სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა, ტენდრეში გამარჯვებულმა ჰოლანდიურმა კომპანიამ TAHAL GROUP-მა, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ჯერ-ჯერობით მშენებლობის ნახევარიც არ არის შესრულებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად