ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 61 თანამშრომელი, COVID-19-ზე დაიტესტა

მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. გეგმიური კვლევა უკვე მესამედ ხორციელდება.

„აღნიშნული კვლევა უკვე მესამედ განხორციელდა და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. სასწრაფოს-სამედიცინო დახმარების 61 თანამშრომლის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა და პასუხების მოლოდინში ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ კვლევის შედეგები უარყოფითი იქნება,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად