ფოთში , რვა მარტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაშავდა

ფოთში , რვა მარტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი რომელუც ,,მოპედით“ გადაადგილდებოდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ის სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ,

„112 -ის ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან მოყვანილ იქნა 45 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ტრავმული შოკი, ქალა ტვინის დახურული ტრავმა. პაციენტი გადაყვანილია მართვითი სუნთქვის აპარატზე. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა მძიმეა, დადგა პაციენტის რეფერირების საკითხი, გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა, ვამზადებთ გადაყვანისთვის შესაბამისი პროფილის კლინიკაში“ — განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად