ფოთში ქსელის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ წყლის მიწოდება აღდგება

ქალაქ ფოთში, მშენებარე კომპანიის მიერ სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წყლის ქსელი ავარიულად დაზიანდა. გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფემა დროულად უზრუნველყო დაზიანებული მილის დახშობა, რათა არ მომხდარიყო ქალაქის ქსელში ზედაპირული წყლის შეღწევა.

მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, ქალაქის გარკვეული ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ლაბორატორიული ანალიზების აღება და პარალელურად, ქსელის გარეცხვითი სამუშაოები. ლაბორატორიული დასკვნის და შესაბამისი სამუშოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად