ფოთში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ფოთში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო_ ეს განცხადება „აიპრესთან“ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველკლასელემს პორტაბელურ კომპიუტერთან ერთად სახელმძღვანელოების კომპლექტი, მათ შორის იაკობ გოგებაშბილის „დედა ენა“ გადაეცათ, რომელიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში კვლავ დაბრუნდა.

„დღეს ჩვენი ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებში 6 ათასამდე მოსწავლესათვის დაიწყო ახალი 2019-2020 სასწავლო წელი. მინდა თითოეულ სკოლას, პედაგოგს, მშობელს, მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ეს დღე მნიშვნელოვანია პირველკლასელებისთვის, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარები. თითოეულ მათგანს გადაეცა სახელმძღვანელოების კომპლექტი, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელიც კვლავ დაბრუნდა სკოლებში და პორტაბელური კომპიუტერები.

საჯარო სკოლები მაქსიმალურად მზად ყოფნაში შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ეს სასწავლო წელი ყველა სკოლის მოსწავლისა და პედაგიური კოლექტივისთვის, ნაყოფიერი იქნება და მოსწავლეები მაქსიმალურ სასწავლო შედეგს მიაღწევენ, ჩვენი ქვყნისა და ქალაქის სასახელოდ“_ განაცხადა ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად