ფოთში, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფოთში, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტს შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფი“ მოამზადებს. აღნიშნულმა კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც შენობის რეაბილიტაციის საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მოთხოვნით ჩატარდა.

ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიანი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს 1938 წელს აიგო, იქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

სასწავლებლის დახურვის შემდეგ, 2011 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საკუთრებაში ფოთის მერიას გადასცა, თუმცა ამ დრომდე შენობის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.ამჯერად, მიმდინარე წლის 5 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ფოთის მერიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 140 წლიანი ინტერვალის შემდეგ, ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება. კერძოდ, რეაბილიტირებულ ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...