ფოთში, ქალაქის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თვითმხილველების თქმით ერთმანეთს “მერსედესისა“ და “ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახნენ, შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე 64 წლის ქალი და ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი 41 წლის მამაკაცი. დაშავებულები სასრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და პაციენტების ამდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია.

„112-ის ბრიგადამ ორი პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა. ისინი იმყოფებიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი კლინიკო დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა. ორივეს აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმა, მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად