ფოთში, ქალაქის ცენტრში 21 წლის ბიჭი დაჭრეს

ფოთში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 21წლის  ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკში კლინიკა „სენამედში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა დაჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ  მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

კომენტარები
იტვირთება...