ფოთში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ვითარებაში აინთო

ფოთში, ქალაქის მთავარი ნაძვისხე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ვითარებაში აინთო.

ღონისძიებაში ქალაქის ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობენ. 17 იანვრამდე, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი სანახაობა გაიმართება.

ფოთში, სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები მოირთო. ქალაქგაფორმების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ქალარფულ სფირითმა“ შეასრულა.პროექტის ღირებულება 209 742 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად