ფოთში, პროფესიული კოლეჯის ბაზაზე სასწავლო სახელონოები შენდება

ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ბაზაზე რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების, ასევე შედუღების საქმის დაუფლებისთვის აუცილებელი სახელოსნოები შენდება. 

სახელოსნოების ერთსართულიანი შენობა წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს და მას სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ბალავარი ჯგუფი ახორციელებს .

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად