ფოთში, პისიარ კვლევის შედეგად 363 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ეს პირები მეხანძრის კონტაქტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეხანძრე მაშველს, რომელიც ფოთში მუშაობს, განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციის გადამოწმება რუხის საავადმყოფოში ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მეხანძრეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ ის კოვიდით ინფიცირებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად