პირველად ფოთში, საერთაშორისო ტურნირი, შერეულ ორთაბრძოლებში – MMA ჩატარდა

შეჯიბრება ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა, რომელშიც სომხეთის, ინგუშეთის და საქართველოს 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ფოთელებიდან პირველი ადგილი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ირაკლი შამათავამ, მიხეილ კუკავამ და ბადრი მოდებაძემ დაიკავეს. „დაიგეგმა ყოველი წლის მაისის თვეში გაიმართოს აღნიშნული სახის შეჯიბრება. მომავალ წელს ველოდებით იტალიიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან სპორსმენებს. ქალაქის მერმა გამოთქვა დახმარების სურვილი და იმედი მაქვს მომავალში უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება“ – განაცხადა ფოთის შერეული ორთაბრძოლებისა და კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბაჩუკი სულამანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...