ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა, საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა, საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას მოითხოვენ, რომლებსაც მათი მტკიცებით ჯამრთელობისთვის საშიში ტვირთი გადააქვთ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაახლოებით 8 თვის წინ დაჰპირდა შემოვლითი გზის აშენებას, თუმცა, ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით არაფერი არ გაკეთებულა.

„გვაქვს სრულიად გაუსაძლისი მდგომარეობა, გამონაბოლქვი, მტვერი, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სარეცხებს ვერ ვფენთ გარეთ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით. მერი შეგვპირდა შემოვლით გზას 6 თვეში ავაშენებთო, მაგრამ უკვე რვა თვეზე მეტია გასული და არაფერი არ შეცვლილა. სულ შევიკრიბებით და გადავკეტავთ გზას, როგორც ჩვენ გვიშლიან ნერვებს, ისე მოვუშლით იქით ნერვებს“ – განაცხადა აქციის მონაწილემ მარინა ჩოჩიამ. აქციაზე, ფოთის მერი გოჩა კურდღელია მივიდა და ადგილობრივებს არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარება დაჰპირდა. .„როგორც მოგეხსენებათ, ნავსადგურში ტვირთბრუნვამ იმატა ,სწორედ ამან განაპირობა სატვირთო მანქანების სიმრავლე. ჩვენ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ მოხდეს შემოვლითი გზის მშენებლობა, თუმცა ეს ცოტა შორეული მომავლის საკითხია. მანამდე კი, უბრალოდ შეუძლებელია მძიმე წონიანი მანქანების მოძრაობის აკრძალვა. ჩვენ ამ ქუჩის მაცხოვრებლებს ხვალ შევხვდებით და უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ არსებულ პრობლემას“ – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. შეკრებულები, მოთხოვნის უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად