ფოთში, „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ფაიზერი“ ყველაზე ეფექტურ ვაქცინად ითვლება, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მისი თქმით, ამ დრომდე ვაქცინაციის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ არის ერთადერთი დაწესებულება ფოთში, რომელიც „ფაიზერით“ ვაქცინაციას შეუდგა დღეიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სტაციონალური დაწესებულებაა, ჩვენთან დღეს დილიდან დაიწყო პაციენტების მიღება. 72 პაციენტია დღეს დარეგისტრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ „ფაიზერი“ ითვლება ყველაზე ეფექტურ ვაქცინად, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. კლინიკა რა თქმა უნდა აღჭურვილია ყველა შესაბამისი აპარატურით, ინფრასტრუქტურით, გადამზადებული მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალით. ამ ეტაპისთვის ორი ბრიგადა მუშაობს ვაქცინაციის პროცესზე. თუ მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მოგვიწევს ბრიგადის დამატება“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა ხელმძღვანელმა მამია ყიფიანმა.

კომენტარები
იტვირთება...