ფოთში, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის წოდების მიენიჭა

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აღნიშნული წოდება მას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

ცერემონიაზე მიტროპოლიტი იოანე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.
ცნობისათვის, მიტროპოლიტი იოანე თანამედროვეობის თვალსაჩინო მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწეა. მან განათლება მიიღო ათენის უნივერსიტეტში, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში და ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც მის სადოქტორო კვლევას ხელმძღვანელობდა XX საუკუნის დიდი მართლმადიდებელი თეოლოგი გიორგი ფლოროვსკი.

სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი იოანე იყო გლაზგოს, ედინბურგის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, სალონიკისა და ჟენევის უნივერსიტეტების პროფესორი.
1986 წლიდან არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პერგამონის მიტროპოლიტი.
1993 წლიდან არის საბერძნეთის უმაღლესი სამეცნიერო ორგანოს, ათენის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიკოსი; იყო ამავე აკადემიის პრეზიდენტი.
მიტროპოლიტი იოანე არის პარიზის წმ. სერგის ინსტიტუტის, მიუნსტერის, ბელგრადის და სხვ. არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
მიტროპოლიტი იოანე არის 20-ზე მეტი წიგნისა და 300-ზე მეტი სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ნაყოფიერი საეკლესიო და აკადემიური მოღვაწეობის აღსანიშნად, მიტროპოლიტ იოანეს მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად