ფოთში, ორ საარჩევნო უბანში კორონავირუსი დაფიქსირდა

N70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაის განცხადებით, „კოვიდ-19“ ორ კომისიის წევრს დაუდასტურდა. მისივე განმარტებით ორივე საარჩევნო უბანში შესაბამისი ღონისძიებები იქნა გატარებული.

„N70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე დაფიქსირდა კორონა. ერთი არის ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრი, ორი მათგანი არის პარტიის მიერ არჩეული, აქედან მხოლოდ მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონა და ამიტომ შესაბამისად ეს ადამიანი არის თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა ეს ადამიანები ვერ იქნებიან საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს, ამიტომ ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ კონკურს. ეს ადამიანი განცხადებით მოგვმართავს, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება და ასევე მოხდება პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე. პარტიას ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები. ის საარჩევნო უბნები სადაც დაფიქსირდა ვირუსი, დავხურეთ ერთი დღით და მოვახდინეთ დეზინფექცია“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.

ცნობისთვის, საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ფოთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად