ფოთში, ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მერიის კარებზე ბოქლომის დადების უფლება არ მისცეს

ფოთში, ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული შენობის კარებზე ბოქლომის დადების უფლება არ მისცეს.

“ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, მერიის წინ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს, რასაც ურთიერთ დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება პოლიციამ განმიუხტა.

“მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად მოვედით, რათა გავაპროტესტოთ ივანიშვილის გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს ისეთ არ ვითხოვთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ამ ქვეყნად, ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებს, ვინაიდან ხელისუფლებამ მიიყვანა ხლხი ამ მდგომარეობამდე. ყველა სამსახურის თანამშრომლები, უფროსები, კუნთმაგრები და ტვინაღრძობები მოიყვანეს აქ და პოლიციის კორდონის მიღმა ისვრიან რაღაც საოცარ სიტყვებს. გამოვიდნენ, გაუშვან ეს პოლიცია და მოვიდნენ ჩვენთან აბა რისი მაქნისები არიან. ესენი არიან ლაქიები, ამათაც შეახოცავენ ფეხს. ჩვენ მაინც არ მოვასვემებთ და დავდებთ ბოქლომს კარებზე, ყოველდღე მოვალთ აქ“_ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად