ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება

ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ; ნიკო ნიკოლაძის კოშკის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტი "ქართუ ჯგუფის" ფინანსური დახმარებით ხორციელდება და მისი ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს.

ნიკო ნიკოლაძის კოშკი – უძველეს ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ამ კოშკში ნიკო ნიკოლაძე [1894-1912წწ] მოღვაწეობდა, ცხოვრობდა და მასპინძლობდა ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად