ფოთში, “ნაცმოძრაობის” წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მარნეულის ინციდენტი დაგემს

ფოთში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს.

ასევე, საარჩევნო კომისიებითნ დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი მტკიცებით უბნების კომისიები მერიის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რაც კანონს ეწინაააღმდეგება.

„რაც ხდება ამ ოლქში, იგივე ხდება დანარჩენ ოლქებში მთელ საქართველოში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ კომისიებმა შეასრულონ კომისიების ფუნქცია, ანუ დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია. თუ ამ ფუნქციას კომისიები არ შეასრულებენ, მაშინ ვიცით ვის უნდა მივმართოთ. ხალხი იქნება ჩვენვის არბიტრი და ამიტომ წაგებასაც უნდა ღირსება. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ვიღაცა მარო დეიდა სხვანაირ ოქმს დაწერს და ჩვენ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, ეს ასე არ იქნება. ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში ხალხს და ქართველი ხალხი გახდება ეროვნული კომისიაც, საოლქო კომისიაც და ყველანაირი კომისია ამ ქვეყანაში” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად