ფოთში, მუნიციპალური ავტობუსი დაიტბორა (ვიდეო)

ფოთში, მუნიციპალური ავტობუსი დაიტბორა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, წვიმიან ამინდში, თუ რა პირობებში უხდებათ ადგილობრივებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილება

აღნიშნულთან დაკავშრებით „აიპრესი“ შპს „ფოთი-ქალაქ-ტრანსპორტის“ დირექტორს კახაბერ პერანიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით ავტობუსს, რომელმაც მგზავრებს დისკომფორტი შეუქმნა, ამჯერად სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება და არსებული პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

„ის ავტობუსი გამოვიყვანეთ და მიდის შეკეთება. წყალი ცოტა გაატარა, როგორც ამბობენ ისე არაა, შეკეთდება და პრობლემა მოიხსნება. ბათუმის მერიისგან მიღებული ავტობუსები,სანამ მგზავრებს მოემსხურებოდა სათანადოდ გარემონტდა, მაგრამ სადღაც მაინც გაფუჭდა და მივხედავთ აუცილებლად“,-განაცხადა შპს „ფოთი-ქალაქ-ტრანსპორტის“ დირექტორმა კახაბერ პერანიძემ.
ქალაქს სულ 5 მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება, აქედან სამი, ბათუმის მერიამ საჩუქრად გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად