ფოთში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ფოთში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, წლებია პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და ასევე ღია წესით ხდება მისი გადაზიდვა.

ადგილიბრივების თქმით გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერება მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც ერთ ერთი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაშიც წერია. აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ ჩვენ. ბავშვები გვყავს. ყოველ მეორე დღეს ხალხი საოპერაციოდ მიყავთ, ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ.მოგვაცილონ ის შავი ნივთიერება, გოგირდი აქედან. ძალიან კარგად ვცხოვრობდით აქ და ვიცხოვრებთ კიდეც. ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, არ მივცემთ მუშაობის საშუალებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციაზე ფოთის მერიიდან არავინ მისულა. მათ სატელევიზიო კომენტარზეც უარი განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად