ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება. ადვოკატები სასამართლოსთვის ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით 30 000 ლარის შეთავაზებას გეგმავენ.

,,ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სასამართლოს შალიკაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც არის 30 000 ლარი . მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, სასამართლო იქნება თუ არა მოწოდების დონეზე , გათავისუფლებულია თუ არა იგი ძველი მენტალიტეტისაგან , იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება . მე ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იგი ბრალს არ აღიარებს .ის ამბობს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან მას არა აქვს. მკვლელობის დროს იმყოფებოდა ქალაქში, სტომატოლოგიურ კლინიკასთან, სადაც მეუღლე და და ჰყავდა წაყვანილი,“- განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...