A1 ბანერი

ფოთში, მეთევზეებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს

ისინი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. მათი განცხადებით, არსებული შეზღუდვების პირობებში, პალიასტომის ტბაზე თევზაობას ვერ ახერხებენ, ეს საქმიანობა კი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„ჩვენი გულისტკივილი ის არის, რომ აგვიკრძალეს პალიასტომის ტბის ნაპირთან მიახლოება. 500 მეტრი მოშორდითო გვითხრეს. მე მოხუცი კაცი ვარ, მინდა ნაპირთან ახლოს ვიყო, მეშინია ღრმაში შესვლა, როცა ქარია სად უნდა წავიდე. ასევე გვწუხებს მეორე პრობლემა, ბადეები იკარგება, ძალიან ხშირად მიდის ქურდობა. უმრავლესობა თევზაობით ვარჩენთ ოჯახს, სხვა შემოსავალი არ გვაქვ“_ განაცხადა მეთევზემ დევიზ ესართიამ.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია მათ ვითარებაში გარკვევას და პრობლემის ეტპობრივად გადაჭრას დაჰპირდა.

„ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ფოთში ნადირობით და თევზაობით, მინდა ავღნიშნო რომ მათი რაოდენობა ძალიან მრავალრიცხოვანია და აღნიშნული სფეროს განვითარება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეთევზეებს ჩვენთან ერთად კოლხეთის ეროვნული პარკის ახალი ხელმძღვანელობა შეხვდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი ერთობლივ მუშაობაზე. დარწმუნებული ვარ ერთად შევძლებთ პრობლემების ჩამოყალიბებას და მათ ეტაპობრივად გადაწყვეტას“_ აგანაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მეთევზეები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...